პირველი იამაკელი საქართველოში. ნემსაძე ორშაბათს გააფორმებს…

450

როგორც გორის “დილას” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ გვაცნობა, ორშაბათიდან გუნდს ოფიციალურად ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი – გიორგი ნემსაძესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება.

უახლოეს მომავალში კი “დილას” ოთხი ლეგიონერი შეუერთდება – იამაიკელი (პირველი ფეხბურთელი იქნება საქართველოში ამ ქვეყნიდან), ფრანგი და მალელი ფეხბურთელები. ერთი პოტენციური ახალწვეულიც სხვა აფრიკული ქვეყნიდანაა.

დიდი ალბათობით, “დილას” დატოვებს ტოგოელი ცენტრალური ნახევარმცველი დიდიე კუგბენია, ვინც სავარაუდოდ კვლავ ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის “დილაში” დაბრუნდნენ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე, ბათუმის “დინამოდან” კი არენდის წესით ითამაშებს ბრაზილიელი ალეფ სანტოსი.

წყარო: lelo.ge

SHARE