პოლონური პრესა: გვილია შევიდა და „ლეგიას“ მოაგებინა

375
25 აგვისტოს ვარშავას “ლეგიამ” პოლონეთის ეკსტრაკლასაში მე-5 შეხვედრა ჩაატარა “ლოძის” წინააღმდეგ და ვაკო გვილიას დიდი წვლილის წყალობით მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 3:2.
გვილიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო (მწვრთნელმა “რეინჯერსთან” თამაშის წინ დაასვენა) და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, როცა “ლოძმა” მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრაში მეორედ დაწინაურდა (2:1).
eurosport.pl წერს: “მრავალმხრივად ძლიერი გვილია მოედანზე შევიდა და “ლეგიას” გამარჯვებისკენ გაუძღვა”.
მართლაც ასე მოხდა, ვარშავულმა კლუბმა დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანა და ორივე მომენტში მონაწილეობა ქართველმა ნახევარმცველმა მიიღო.
ძალიან სასიხარულოა, რომ მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებს ვაკო გვილია შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, “ლეგიას” “რეინჯერსთან” ელოდება საკმაოდ რთული დაპირისპირება გლაზგოში. იმედია, ვაკო იქაც შეძლებს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანას.

წყარო: sportall.ge

SHARE