პორტუგალიური გამოცემა: მაკარიძე თავიდან დაიბადა…

305

გიორგი მაკარიძე პოზიციებს იბრუნებს – ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სეტუბალის “ვიტორიას” პირველი მეკარით ბოლო პერიოდში პორტუგალიურ მედია დიდი ინტერესს ავლენს, პრიმეირა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მოიხსენიებენ და ხშირადაც წერენ მასზე.

მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო წერილი დაიბეჭდა “რეკორდში” – ასეთი სათაურით: მაკარიძე ტადი ბონიფიმზე” თავიდან დაიბადა.

აი, საინტერესო მონაკვეთი ამ წერილიდან: “მაკარიძეს შარშან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ზურგზე და მკურნალობდა. ახლა კი მშვენიერ ფორმაშია. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს – ზედიზედ 7 თამაშია, ჩემპიონატსა და თასზე, ვიტორია სეტუბალს საშინაო მატჩებში გოლი არ გაუშვია და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ამ კომპონენტით საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნია. ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა ვიტორიას ისტორიაში, მაგრამ დიდი ხნის წინ, ბოლო პერიოდში კი მსგავსი რამ არავის არ გაუკეთებია. ქართველი მეკარის ანგარიშზე ესტადიო ბონიფიმზე შესრულებული 32 სეივია“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით – “ა ბოლას” ინფორმაციით, 29 წლის ქართველი მეკარით პორტუგალიური გრანდი ლისაბონის “სპორტინგი” რომ დაინტერესდა. პოპულარული გამოცემა ამტკიცებს, რომ მაკარიძე მზად არის, პრესტიჟული პორტუგალიური კლუბის მაისურა მოირგოს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

მაკარიძემ მიმდინარე სეზონში პრიმეირა ლიგის 10 მატჩიდან 7 ისე ჩააატარა, ბურთი არ გაუშვია და ამ მაჩვენებლით მთელს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. მაკარიძე სეზონის დასაწყისში აცხადებდა, რომ სურს პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდეს.

წყარო: lelo.ge

SHARE