პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის ვადები განსაზღვრეს

272

პრემიერლიგისა და ინგლისის საფეხბურთო ლიგების კლუბებმა შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზე. ახლა ფიფამ უნდა დაამტკიცოს გახსნისა და დახურვის ვადები.

წარდგენილი გეგმის მიხედვიდ, ფანჯარა 27 ივლისს გაიხსნება და 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში შიდა სატრანსფერო პერიოდი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საფეხბურთო ლიგების უმეტესობამ სატრანსფერო პერიოდის ბოლო ვადად სწორედ 5 ოქტომბერი განსაზღვრა.

წყარო: worldsport.ge

SHARE