პრემიერლიგის დებულებაში ცვლილებებია

373

ინგლისური პრემიერლიგის დებულებაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში რომელ გუნდს მიენიჭება უპირატესობა. ეს წესი მოქმედებაში უკვე მომავალი, 2019-20 წლების სეზონიდან შევა ძალაში – გვამცნობს BBC.

თუ ადრე თანაბარი ქულების დაგროვების შეემთხვევაში უპირატესობა გატანილი და მიღებული ბურთების უკეთეს ბალანსს ენიჭებოდა, ამიერიდან მთავარი კრიტერიუმი იქნება თანაბარქულიანთა უშუალო შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონის ბოლოს მანჩესტერულმა გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს და ჩემპიონი „სიტი“ გახდა, რადგან „იუნაიტედზე“ უკეთესი ბურთების ბალანსი ჰქონდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE