პრემიერ-მინისტრი მორაგბეებს შეხვდა…

519

ქართული სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ახლახან სპეციალური განცხადება გაავრცელა უმძიმესი კრიზისის თაობაზე, პრესკონფერენცია გამართა. მთავარი თემა იყო ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ქართული რაგბის სამყარო, კერძოდ კი კლუბები ჩავარდნენ. როგორც გაირკვა, საქართველოს რაგბის კავშირს 6 მილიონი ლარი ვალი ჰქონია.

ამჯერად კი კრიზისი გააღრმავა პანდემიამ, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ამის გამო, გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 14 აგვისტოს კი პოსტი დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემაც.

საინიციატივო ჯგუფმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ეს შეხვედრა გუშინ გაიმართა. მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას სარეკომენდაციო ჯგუფი. პრემიერი დაჰპირდა მორაგბეებს, რომ კავშირში შევა დროებითი მმართველი, რომელიც ამ სარეკომენდაციო ჯგუფთან ერთად დეკემბრისთვის ყრილობას მოამზადებს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი.

წყარო: lelo.ge

SHARE