პრესკონფერენცია და ამბები ანდორიდან. ფელის ვისენტე: აქაც უნდა მოვიგოთ!

389

ენგორდანი (ანდორა)-დინამო (თბილისი, საქართველო). პირველი მატჩი 0:6. ანდორა ლა ველა. ესტადი კომუნალი. 21:30

დღეს თბილისის “დინამო” ევროპალიგის საპასუხო შეხვედრას ითამაშებს ანდორულ “ენგორდანისთან”. საქართველოს დედაქალაქში ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეტოქის დონიდან გამომდინარე, იმავეს ველით ანდორა ლა ველაშიც.

“დინამო” დანიშნულების ადგილას თამაშამდე ორი დღით ადრე ჩაფრინდა და სასტუმრო “ანდორა პარკ ოტელში” დაბინავდა. მატჩს, ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება, უნგრელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება 35 წლის არბიტრ ბალაშ ბერკეს თავკაცობით.

თამაშის წინა დღეს დინამოელებმა “ესტადი კომუნალზე” ბოლო ვარჯიში გამართეს, მანამდე კი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე:

“პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ ჩაგვითვლია ეს ეტაპი დაძლეულად. მართალიახელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა ვიბრძოლებთ საპასუხო მატჩშიც და ვეცდებით, ჩვენისაქმე პირველი პაექრობის დარად კარგად შევასრულოთ. არც სიურპრიზებს მოვერიდებით.

20ფეხბურთელით ვართ ჩამოსული და თამაშის შანსი თითოეულ მათგანს აქვს. მაგრამ, რაშემადგენლობაც არ უნდა გვყავდეს, ნებისმიერ შემთხვევაში მოედანზე მოსაგებად გავალთ…

ჩემიაზრით, მეტოქეც მოტივირებული იქნება – თავის მოედანზე იქნება და საკუთარი გულშემატკივრისთვალწინ კარგი თამაშის ჩვენებას ეცდება… რაც შეეხება მინდორს, შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი კარგ და ლამაზ თამაშს შეუწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ,ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ”.

წყარო: lelo.ge

SHARE