ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა

361
“ტოტენჰემის” დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფში 6 გუნდი გაიყვანა.
“ტოტენჰემამდე” მოურინიომ ეს “მანჩესტერ იუნაიტედში”, ლონდონის “ჩელსიში”, მადრიდის “რეალში”, მილანის “ინტერსა” და “პორტუში” მოახერხა.
შეგახსენებეთ, რომ “დეზებმა” გუშინ საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსი” 4:2 დაამარცხეს და 1/8-ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს.
წყარო: sportall.ge
SHARE