რაზეა დამოკიდებული სუარესის დარჩენა ბარსელონაში

279

როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება ლუის სუარესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ.

აღნიშნულ ფაქტს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ურუგვაელი თავდამსხმელის მოქმედი ხელშეკრულება კატალონიელებთან 2021 წლამდე არის გათვლილი.

“ბლაუგრანა” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან ეს გარემოება ერთ დეტალზეა დამოკიდებული:

იმ შემთხვევაში, თუ 2020-2021 წლის სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფრების” ფორვარდი ჩაატარებს გუნდის საერთო რაოდენობის შეხვედრების მინიმუმ 50%-ს, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება.

წყარო: goal.ge

SHARE