რას ჰპირდება ნეიმარი ბარსას?

379

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება მტკიცეს აქვს გადაწყვეტილი.

კატალონიაში ბრაზილიელის ტრანსფერს ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ Mundo Deportivo-ს ცნობით, “პსჟ”-ს ვარსკვლავის სიტყვებმა ყველაფერი გადაწონა.

კერძოდ – სამხრეთ ამერიკელი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას შეჰპირდა, რომ ის უმოკლეს დროში თავის საუკეთესო კონდიციებში ჩადგება.

“პარი სენ-ჟერმენის” ათიანს სჯერა, რომ ბოლო დროს წარმოქმნილი პრობლემები მის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ იმოქმედებს.

 

წყარო: goal.ge

SHARE