რატომაა ლეო მესი საუკეთესო – „ბარსელონამ“ მიზეზები დაასახელა

311
ვინც უნდა დასახელდეს საუკეთესო ფეხბურთელად, გულშემტკივრები ნებისმიერ შემთხვევაში უკმაყოფილოები დარჩებიან, ვინაიდან ყველას თავისი რჩეული ჰყავს. ასე იყო თავდამსხმელ ლეო მესის ფიფას მიერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების შემთხვევაშიც. “ბარსელონამ” მესის საუკეთესოდ მიჩნევის 17 არგუმენტი მოიყვანა.

 

1. ესპანეთის ჩემპიონატში და სუპერთასზე გამარჯვება.
2. პრიმერას ბომბარდირობა.
3. “ოქროს ბუცის” მოპოვება.
4. ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა.
5. 600 გოლი “ბარსელონაში”.
6. ევროპის ტოპ-ლიგებში საჯარიმოებიდან ყველაზე მეტი გოლის გატანა.
7. პრიმერაზე 400 გოლის გატანა.
8. სეზონში 50 და მეტი გოლის მეექვსედ გატანა.
9. პრიმერას მოგებათა რეკორდი.
10. “ბარსელონაში” მოგებათა რეკორდი.
11. კლუბში ესპანეთის ჩემპიონატის მოგებათა რაოდენობა.
12. პრიმერაზე საგოლე გადაცემებში ლიდერობა.
13. სამხრეთ ამერიკის თასის ბრინჯაოსპრიზიორობა.
14. ლა ლიგაში ზედიზედ მეთერთმეტედ 20 და მეტი გოლის გატანა.
15. ესპანეთის თასზე 50-ზე მეტი გოლის გატანა.
16. 50-ზე მეტი ჰეთ-თრიკის შესრულება.
17. პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის თასის 6 ფინალში გაიტანა.
წყარო: sportall.ge
SHARE