რატომ არ ითამაშა ბითაძემ

427

NBA-ს რეგულარული ეტაპის მეორე დღეს ველოდით ქართველი გოგა ბითაძის დებიუტს, თუმცა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა მისი მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავა.

შეიძლება გუნდის თავკაცმა ამის მიზეზად ის დაასახელოს, რომ თამაში თავიდან ბოლომდე ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ახალგაზრდას ვერ ენდო. თუმცა გოგამ აქამდეც დაამტკიცა, რომ არც ვინმეს უფრთხის და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის საკმარისდაა მომზადებული.

შეიძლება, ცოტა მიკერძოებულ ნათქვამადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთზე შევთანხმდეთ – ცდა შეიძლებოდა. ეგებ, ანდრე დრამონდთან მას უკეთ გამოსდიოდა დაცვაში თამაში? ანდრემ ხომ 32 ქულა და 23 მოხსნა მოაგროვა და თამაშიც მოიგო.

მწვრთნელი ახალგაზრდის ფსიქიკას გაუფრთხილდა? იქნებ, სკამზე ჯდომას მოედანზე რამდენიმე წუთით გასვლა სჯობს ფსიქიკისთვის?

წყარო: lelo.ge

SHARE