რატომ იჩხუბეს ტუხელმა და მბაპემ

319

პსჟ-სა და “მონპელიეს” მატჩის (პარიზელებმა 5:0 მოუგეს მეტოქეს, რომელმაც თამაში 9 კაცით დაასრულა) 68-ე წუთზე თომას ტუხელმა კილიან მბაპე შეცვალა. იმ მომენტისთვის, 21 წლის ფორვარდს ერთი გოლი ჰქონდა გატანილი და ცხადია, დასუსტებულ მეტოქესთან კიდევ სურდა თავის გამოჩენა და გოლების მარაგის გაზრდა…

გასაკვირი არ არის, რომ ასეთ დროს ფეხბურთელები მტკივნეულად განიცდიან შეცვლას. მბაპე არც პირველია მათ შორის და არც ბოლო იქნება, ვინც მწვრთნელს შეცვლის გამო შემოსწყრა. მოედნიდან გასვლის შემდეგ მან მწვრთნელს კამათი გაუმართა და გაბრაზებულმა მიუშურა სათადარიგოთა სკამს.

მოგვიანებით ითქვა, რომ ტუხელმა და მბაპემ კონფლიქტი გუნდის თანდასწრებით გაარჩიეს, თუმცა პსჟ-სთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობა ჯერაც არ განელებულა.

წყარო: lelo.ge

SHARE