რატომ ჩაიშალა ბეილის ჩინური ტრანსფერი

360

გარეთ ბეილი ჩინეთში არ ითამაშებს. უფრო სწორად, არ ითამაშეს მოცემულ მომენტში. არადა, “ცზიანსუ სუნინთან” ყველაფერი შეთანხმებული იყო, უელსელი ჩინეთშიც ჩავიდა სამედიცინო შემოწმებისა და 3-წლიანი კონტრაქტის (22 მილიონი ევრო წელიწადში) გასაფორმებლად, მაგრამ…

მოხდა ძალიან მოულოდნელი რამ – “ტელეგრაფის” ინფორმაციით, “რეალმა” ტრანსფერი დაბლოკა და ბეილს კლუბის განკარგულებაში დაბრუნებამ მოუწია. რატომღაც ახლა, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ზინედინ ზიდანსაც ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა 30 წლის გარემარბს, ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტა, რომ მწვრთნელის ხუშტურებზე მაღლა “რეალის” ფინანსური ინტერესები დგას და რომ ბეილი სამეფო კლუბისთვის ფასეული ფეხბურთელია და ჩინურ კლუბს დაბალ ფასში არ უნდა მიჰყავდეს ასეთი ფეხბურთელი.

როგორც “სანი” წერს, ბეილი აღშფოთებული იყო და მისი ყვირილი იქაურობას “ანგრევდა”, როცა “რეალის” გადაწყვეტილების თაობაზე შეიტყო. ამის თაობაზე მისი გარემოცვის ერთ-ერთი წევრი ლაპარაკობს პოპულარულ გამოცემასთან. ახლა ძნელი სათქმელია, რა იქნება – “რეალი” მაინც ეცდება ბეილის გაყიდვას, მაგრამ სად? რომელ ქვეყანაში? ვნახოთ, მალე გამოჩნდება…

 

წყარო: lelo.ge

SHARE