რატომ ჩაიშალა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები

452

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ დელეგატთა ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ გამოცხადდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით არ გამოცხადდნენ დელეგატები. “დელეგატთა ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა. საერთო კრებამ დაამტკიცა, რომ ყრილობა ჩაშლილია”, – განაცხადა აბუსერიძემ და იქვე დასძინა, რომ ქართული რაგბი და ხალხი ყოველთვის ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული იმისთვის, რომ რაგბი შენარჩუნებულიყო.

“აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე კი დღისათვის სხვანაირად არის. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბავშვები, მწვრთნელები, კლუბის პრეზიდენტები, რეგიონები დილიდან საღამომდე შრომობენ, იმისათვის, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს. მაგრამ მეორე მხრივ, სხვანაირად ხდება. ამიტომ არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს და მერე ვისაუბროთ”, – განაცხადა აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძოდა. ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ.

წყარო: lelo.ge

SHARE