რა თანხა გამოიმუშავა ბოლქვაძემ პერას დამარცხებით

578

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ, ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში მასპინძელი ბერნარდა პერა 3 სეტში, ანგარიშით 6-3, 5-7, 6-4 დაამარცხა.

ამ მოგების შედეგად ქართველმა ჩოგბურთელმა 58,000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამას გარდა ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე უკვე 105 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა და ცოცხალ რეიტინგში, რომელიც ჯერჯერობით არაოფიციალურია, 398 ქულით 151-ე ადგილს იკავებს. საბოლოო რეიტინგი ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მეორე წრეში მარიამის მეტოქე რეიტინგის მე-3 ნომერი, კაროლინა პლიშკოვა, იქნება. ჩეხმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ტერეზა მარცინოვას 7-6, 7-6 მოუგო. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში მარიამი 100,000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

წყარო: setanta.ge

SHARE