რა იყო კობი ბრაიანტის ტრაგედიის მიზეზი – ძირითადი ვერსიები

594

რამ გამოიწვია შვეულმფრენის ავარია? ეს მთავარი კითხვაა! ცნობილია, რომ კობი შვეულმფრენით ხშირად დადიოდა და ეს მისთვის ჩვეული ტრანსპორტი იყო ქალაქგარეთ მდებარე მისი სახლიდან ლოს ანჯელესამდე ჩასასვლელად. ტრავმების, მათ შორის მუხლის და ზურგის ქრონიკული ტკივილის შემდეგ, კობი ავტომანქანაში ორ საათზე მეტს ვერ ჯდებოდა. ამიტომ ყველაზე ხშირად შვეულმფრენით გადაადგილდებოდა.

გამოძიება მხოლოდ 1 დღეა, რაც მიმდინარეობს და გადაჭრით რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია, თუმცა ორი ძირითადი ვერსია უკვე არსებობს!

ერთი ვერსიით, კატასტროფა, შესაძლოა, შვეულმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგადაც იგი ჰაერში მწყობრიდან გამოვიდა.

მეორე ვერსია ამინდს უკავშირდება. კალიფორნიაში ნისლიანი და წვიმიანი ამინდი იყო, სინესტე 100 პროცენტს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. შედეგად, მთა-გორიანი რელიეფის გათვალისწინებით, შვეულმფრენი, შესაძლოა, რაღაცას წამოედო ანდაც ქარის და რთული მეტეოროლოგიუი პირობების გამო მართვა დაკარგა. ლოს ანჯელესში იმ დილას სახელმწიფო დაწესებულებების შვეულმფრენებს ფრენის ნებართვა არ ჰქონდათ. მოკლედ, უამინდობა დიდი ალბათობით ამ კატასტროფის ძირითადი მიზეზია.

კატასტროფის ადგილი

შვეულფრენი საკმაოდ მაღალი რისკის მქონე ტრანსპორტად მიიჩნევა. საავიაციო ინდექსით, შვეულმფრენი სულ მცირე 20-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე თვითმფრინავი, თუმცა ნაკლებად სარისკო, ვიდრე ავტომობილი. კერძო შვეულმფრენების შემთხვევაში კი რისკი კიდევ უფრო იზრება.

წყარო: popsport.ge

SHARE