რა უნიკალური მეთოდით გაიცნო მსოფლიომ ვაჟა გაფრინდაშვილი რისთვისაც მასთან უცხოეთიდან ჩამოდიოდნე სამკურნალოდ

569

უკვე ორი კვირაა, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ცნობილი ქართველი ექიმის მიმართ საქმე “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებითაა აღძრული.

სოციალურ ქსელებში სპორტსმენების მონაწილებით მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები და ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობენ – გიორგი ლორია, ლევან მჭედლიძე, სპორტული კომენტატორები… ექიმის მხარდასაჭერი განცხადება მსოფლიოში აღიარებულმა სპეციალისტმა, “ბარსელონას” ექიმმა რამონ კუგარტმაც და მისმა კოლეგა მონსერატ გარსიამაც გაავრცელეს.

საფეხბურთო კლუბის, თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა ცნობილი ექიმის მხარდასაჭერად საგურამოს ბაზაზე აქცია გამართეს, კლუბმა კი საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.

საფეხბურთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმსმის ოჯახს და გვჯერაის ჯანმრთელი და უვნებელი დაგვიბრუნდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ბევრისთვის უცნობია, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი ვაჟა გაფრინდაშვილს სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში. იყო დრო, ქართველ სპორტსმენებს მენისკისა და ჯვარედინი იოგების ტრავმების დროს მუხლს უსერავდნენ – ეს იმდენად რთული ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს კარიერა ნაადრევად დაამთავრებინა…

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ვაჟა გაფრინდაშვილმა საქართველოში დანერგა ახალი მეთოდი, რომელიც გაცილებით უმტკივნეულო ოპერაციას გულისხმობდა და, რაც მთავარია, მისი მეთოდი გაცილებით შედეგიანიც იყო და ნაკლებ სარეაბილიტაციო პერიოდს საჭიროებდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეთოდი მთელ საქართველოში დამკვიდრდა და ლამის ყველა ის სპორტსმენი, რომელთაც მენისკი ან ჯვარედინი იოგების პრობლემა აწუხებდა, მასთან მკურნალობდა. სხვათა შორის, ბატონ ვაჟასთან სამკურნალოდ ფეხბურთელები ვლადიკავკაზიდანაც ჩამოდიოდნენ, როცა “ალანია” კარგი გუნდი იყო და მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა – მისი მეთოდი ხომ მთელს პოსტსაბჭოეთში რევოლუციური იყო.

ცხადია, ცნობილი ექიმის მიერ განკურნებული ეს ადამიანები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობას განიცდიან და იმედოვნებენ, რომ მას მალე გაათავისუფლებენ.

წყარო: lelo.ge

SHARE