რა ღირდა დიდ გუნდთან საგარეო ფრე – „მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის დროს ჩვენი ექიმი დოლარებით სავსე ჩემოდნით დადიოდა…“

363

რუსული “როტორის” ყოფილი ფეხბურთელი ვალერი ესიპოვი უეფას თასის 1995/96 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს იხსენებს:

“მატჩის დღეს ჭამის მადა გვქონდა დაკარგული. ყველამ კარგად ვიცოდით, რა გუნდთან გვიწევდა თამაში. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვიქტორ პროკოპენკო მოვიდა და გვითხრა – აიღეთ ფული და თვალით არ დამენახოთო!.. მთელი გუნდი მოვედეთ მანჩესტერს საყიდლებზე…

თეორიული მეცადინეობის დაწყებამდე 15 წუთი რჩებოდა. მაღაზიებიდან დატვირთულები მოვედით. მწვრთნელის მხრიდან ეს იყო ყველაზე ხანმოკლე წინასამატჩო დარიგებები მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. პროკოპენკომ გვითხრა: თქვენ თამაშობთ მილიონერების წინააღმდეგ, ამიტომ, თუ წააგებთ, არავინ გისაყვედურებთ. ნუ გეშინიათ! ითამაშეთ და ეცადეთ, მოიხვეჭოთ სახელი”!..

ის თამაში “როტორმა” თვით ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედთან” “ოლდ ტრაფორდზე” 2:2 ითამაშა. ესიპოვს ჰკითხეს, რამდენი აიღო გუნდმა პრემია ამ ფრისთვის?

“უნიკალური ისტორიაა. ჩვენმა ფეხბურთელმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, ტრავმა მიიღო და ექიმს გამაყუჩებლის გაკეთება სთხოვა. შემოვიდა ჩვენი ექიმი მოედანზე და გამაყუჩებლის მაგივრად, ტრავმირებულ ფეხბურთელს… წყალი მიაწოდა. საქმე ისაა, რომ მას ჩემოდანში დოლარები ჰქონდა, ამიტომაც არ იყო იქ მედიკამენტები. თამაშის შემდეგ ჩვენი პრეზიდენტი გორიუნოვი შემოვიდა გასახდელში და ექიმს უთხრა, დაურიგე ყველას 10-10 დოლარიო”, – იხსენებს ესიპოვი.

წყარო: sportall.ge
SHARE