რა ხერხით ცდილობდა პსჟ ნეიმარის დაშინებას ვარჯიშზე არგამოცხადების შემდეგ

369

“პსჟ”-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რომ გასულ კვირაში ნეიმარი გუნდში არ გამოცხადდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა El Pais ავრცელებს.

ყატარელმა ხელმძღვანელმა კლუბის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს დახმარებით 27 წლის სუპერვარსკვლავს გადასცა, რომ თუ ეს უკანასკნელი თავის ახირებებს არ შეწყვეტდა, კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩებოდა და იქამდე საერთოდ არ ითამაშებდა.

არსებული ცნობით, ნეიმარი მზად იყო “ბარსელონაში” იმაზე ორჯერ ნაკლები მიეღო ხელფასის სახით, ვიდრე ამჟამად პარიზში იღებს, რამაც ხელაიფი ძალიან გააბრაზა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა ორშაბათს აჯანყება შეწყვიტა და “პსჟ”-ს შეუერთდა.

წყარო: goal.ge

SHARE