რევაზ ძოძუაშვილი: არის რაღაც საიდუმლოებები ფეხბურთში, რომელიც ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, უნდა იცოდეს…

491

საქართველოს ნაკრებს სულ მალე ორი შესარჩევი მატჩი ელის – ჯერ ირლანდიას ვმასპინძლობთ, მერე კი სტუმრად ვეთამაშებით გიბრალტარსმოახლოებულ სანაკრებო ბრძოლებთან დაკავშირებით, “ლელომ” ინტერვიუ ჩაწერა ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდასთანრევაზ ძოძუაშვილთან, რომელიც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ხშირად გამოთქვამს ექსპერტულ მოსაზრებებს და ვფიქრობთ, მკითხველისთვის მის ნააზრევი არც ამჯერად იქნება უინტერესო

– მოახლოვდა ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩებირას იტყვით უახლოეს მეტოქე ირლანდიის ნაკრებზერომელიც ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხული მეტოქეა. რის ხარჯზე შეიძლება ამ გუნდის დამარცხება?

– ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორ მიდის საქართველოს ჩემპიონატი. თუნდაც ბოლო ტური რომ ავიღოთ, ძალიან დაძაბული შეხვედრები იყო. კარგი ხარისხის ფეხბურთი ვნახეთ. ეს თამაშები ეხმარება ფეხბურთელებს, რომ მზად იყვნენ ასეთი თამაშებისთვის… ახლა გადავიდეთ იმაზე, რაც ხდება ჩემპიონთა ლიგაზე. ავიღოთ “ინტერისა” და “ბარსელონას” თამაში. “ბარსელონას” ფეხბურთელებს “ინტერმა” დაუწესა უმკაცრესი პრესინგი. ეს იყო კონტრთამაში. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობს კონტრთამაშის კონტრთამაშიც და ეს შემოგვთავაზა სწორედ “ბარსელონამ”. როცა შენ ფეხზე “გაზის” მეტოქე და “გახრჩობს”, მაშინ შენ უნდა მოიგონო რაღაც სხვა. ირლანდია ძლიერი გუნდია და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. პრესინგი ჩვენი წარმატების ერთ-ერთ გასაღებად მიმაჩნია, მაგრამ ისიცაა, რომ ამ პრესინგსაც აქვს თავისი გასაღები. ამისთვისაც მზად უნდა იყოს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. მაგალითად, ისეთ შემთხვევაშიც, თუ ირლანდიელები დაგვიწესებენ პრესინგს.

– კონტრთამაშის კონტრთამაში დავაზუსტოთრა იგულისხმეთ?

– ეს არის ის, როცა გუნდი ახერხებს პრესინგის დაძლევას. ტანის ჩადგმა, ბურთის გადაკეტვა, მოკლე პასებით ამოსვლა შეტევაში… არის რაღაც საიდუმლოებები ფეხბურთში, რომელსაც ვერ იტყვი. მჯერა, იცის ეს საიდუმლოებები ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა.

– მაინცრა არის ირლანდიის ნაკრების კოზირები?

– ირლანდიელებთან ძველი ამბები მაკავშირებს – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ლიდერი ჯორჯ ბესტი გავაჩერე. ირლანდიის სათამაშო სტილი წლების განმავლობაში არ იცვლება. კი, შეიძლება ჩვენთან შედარებით აკლიათ ტექნიკა, მაგრამ ჭარბად აქვთ ჟინი, თავდადება, ბრძოლის წყურვილი… ირლანდია რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება. არაფერი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. მათ შორის, არც ორთაბრძოლებში.

– სანაკრებო სიაშია გიორგი ხარაიშვილი

– მინდა, მას წარმატება ვუსურვო! ახლა ჩვენთან საქმე ასეა: ასიდან 90 ფეხბურთელს აქვს ნიჭი. თამაშობ შენს კლუბში სისტემატურად? გამოირჩევი იქ? მაშინ ნაკრებში თამაშის ღირსიც ხარ. ხარაიშვილს არ ეხება, მაგრამ ხშირად ხდება ჩვენთან – ფეხბურთელი თავს გამოიჩენს საქართველოს ჩემპიონატში, მიდის საზღვარგარეთ და კარგავს თავის საუკეთესო თვისებებს.

– საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგას ადევნებთ თვალსროგორ ფიქრობთარიან დღეს ჩვენთან ისეთი ფეხბურთელებირომლებიც თუნდაც სამომავლოდ გამოადგებიან საქართველოს ნაკრებს?

– თქვენ რომ გესაუბრებით, თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში ვარ რაღაც საქმეზე. აქ ბავშვები ვარჯიშობენ, ვუყურებ და მიხარია… ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ნიჭია თითოეულ მათგანში. რაღა შორს წავიდეთ, ისეთი მეკარე გამოჩნდა ქუთაისის “ტორპედოში”, პირჯვარს გადაიწერს კაცი!.. ერთხელაც დამტკიცდა, რომ ქუთაისში მხოლოდ მწვანილი არ იზრდება, იზრდებიან კარგი მეკარეები, კარგი ფეხბურთელები… ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ნამდვილად არიან ასეთი ფეხბურთელები.

– დაბოლოსროგორ გგონიათგავტეხავთ ირლანდიურ ნავსს?

– მჯერა, შევძლებთ!..

წყარო: lelo.ge

SHARE