რევიასა და კაზაკოვას ვერცხლი რიგიდან

399

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა იუნიორთა შორის გრან-პრის მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობენ გოგონების, ვაჟებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში 13 დან 19 წლამდე ასაკის მოციგურავეები.

რიგაში სპორტულ ცეკვებში გრან-პრის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად 17 ქვეყნის 19 სპორტულ მოცეკვავე წყვილი მონაწილეობდა, მათ შორის 2018 წლის გრან პრის ფინალისტები ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

მოცეკვავე წყვილებმა პირველ დღეს თავიანთი რითმული ცეკვები წარმოადგინეს, რომელშიც მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 63,25 ქულა დაიმსახურეს. ეს მეორე შედეგია და ლიდერებს, ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ანდრე ფილატოვს 1.88 ქულით ჩამორჩნენ.

თავისუფალი პროგრამაში ქართულმა წყვილმა ყველას აჯობა. მსაჯებმა ჩვენი მოციგურავეების გარჯა 102,01 ქულით შეაფასეს, მაგრამ ეს მხილოდ ლიდერებთან ჩამორჩენის შესამცირებლად აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ კაზაკოვამ და რევიამ 165,26 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. რუსების წყვილმა კი, პირველი ადგილი 165,59 ქულით დაიკავა.

ქართულმა წყვილმა 12 ქულით გაუსწრო მესამე და მეოთხე ადგილზებზე გასულ რუსულ და კანადურ წყვილებს. უკრაინელები და კანადელები კი, სულაც 24 ქულით მოიტოვა უკან.

წყარო: lelo.ge

SHARE