ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი “საბურთალოსა” და “შერიფს” შორის.
მატჩის წინ კომენტარი საბურთალოელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა გააკეთა.
“შერიფთან თამაშისთვის 100%-ით მზად ვარ როგორც მე, ისე ყველა ჩემი თანაგუნდელი.
რა თქმა უნდა, სტუმრად რთული მატჩი გველის, მაგრამ მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ”, – ამბობს რეხვიაშვილი.
წყარო: goal.ge