რეხვიაშვილი: “შერიფთან მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ”

297

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი “საბურთალოსა” და “შერიფს” შორის.

მატჩის წინ კომენტარი საბურთალოელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა გააკეთა.

“შერიფთან თამაშისთვის 100%-ით მზად ვარ როგორც მე, ისე ყველა ჩემი თანაგუნდელი.

რა თქმა უნდა, სტუმრად რთული მატჩი გველის, მაგრამ მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ”, – ამბობს რეხვიაშვილი.

წყარო: goal.ge
SHARE