რივალდო წყალტუბოში

343
რივალდო ერთ-ერთი კომპანიის დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც “არენა” ჰქვია და ამასთან დაკავშირდებით საქართველოში ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. მასთან ერთად ფილმში ცნობილი ქართველი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია”, – განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.
წყარო: sportall.ge
SHARE