რიკელმემ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

1322

არგენტინის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა.

“მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი მსოფლიოს დანარჩენ ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგანან”.

“ვერავინ შეძლებს მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამის დამტკიცება შეუძლიათ”.

“რა თქმა უნდა, მესის ახალგაზრდობაში ესპანეთის ნაკრები რომ აერჩია, 2018 წლის მუნდიალის მოგების მეტი შანსი ექნებოდა”.

“ლეოს “ბარსელონაში” ბევრი ესპანელი თანაგუნდელი ჰყავს, ერთმანეთს იცნობენ. თუმცა, იგი არგენტინელია”, – ციტირებს რიკელმეს სიტყვებს Marca.

SHARE