როდის ჩაიბარებს სიმეონე არგენტინის ნაკრებს

351

ბევრი ამბობს, რომ პიროვნული თვალსაზრისით, ლიონელ მესი და დიეგო სიმეონეაბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები არიან. ფაქტი ისაა, რომ სიმეონეს ძალიან მოსწონს მესის თამაში და, რა თქმა უნდა, ამაში ის ორიგინალური არ არის. თუმცა “ჩოლო” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოუწოდებდა ლეოს, რომ დაბრუნებოდა საერთაშორისო ასპარეზს და ძალიანაც გაიხარა, როცა ეს ასეც მოხდა.

TyC Sports-თან ინტერვიუში მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელმა არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს, შეიძლება, მშობლიური ქვეყნის ნაკრები გაწვრთნას და, რა თქმა უნდა, მას ძალიან ხიბლავს მესისთან მუშაობის პერსპექტივა.

ფაქტიაარგენტინის საფეხბურთო ასოციაციას ჩემთვის არასოდეს შემოუთავაზებია ეროვნულიგუნდის გაწვრთნავერ დავმალავ – ნამდვილად მინდა არგენტინის ნაკრების გაწვრთნამაგრამ აქარის ძალიან ბევრი ნიუანსირომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთამ დროისთვისჩვენი მიზანი ერთია – უნდა დავწეროთ მადრიდის “ატლეტიკოს” ისტორია დადარწმუნებული ვარ,ამას აუცილებლად შევძლებთ”.

სიმეონემ ღიად განაცხადა, რომ ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს. მაგალითად, ძალიან ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ არგენტინელი სპეციალისტი მილანის “ინტერში” გადაბარგდებოდა, მაგრამ სიმეონე ამბობს, რომ ის “ატლეტიკოშიც” ძალიან ბედნიერია. ახლა კი ისევ არგენტინის ნაკრებზე:

მჯერადადგება ის მომენტიროცა შეიძლება ჩავიბარო არგენტინის ეროვნული გუნდიეს არისჩემი ოცნება და ძალიან დიდი იმედი მაქვსრომ ეს ოცნება ერთ დღესაც ამისრულდება. ჯერჯერობით კი მირჩევნიასაკლუბო სისტემაში ვიმუშაო და ყოველი დღე დატვირთული მქონდეს“,– ამბობს სიმეონე.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელობა კი მესის გაწვრთნას ნიშნავს. სიმეონემ ამაზე თქვა: “რა თქმაუნდა, “კოპა ამერიკაზე” ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. მას დიდი ტვირთი ჰქონდა მხრებზე დაამაში ყველა დამეთანხმება. ახლა არ შევუდგები მესის მიერ გაკეთებული განცხადებებისკომენტირებას. შეიძლება, ეთანხმებოდე მათ, ან შეიძლება – არა. ფაქტი ისაა, რომ ყველასშეუძლია, თავისებურად იფიქროს. მესი ნამდვილი ლიდერია. ის მსოფლიოს საუკეთესოფეხბურთელია და არ მესმის, რატომ არ უნდა მინდოდეს მისი გაწვრთნა?”, – ამბობს სიმეონე.

 

წყარო: lelo.ge

SHARE