როლოვიჩი: „გადამწყვეტი გოლი გავიტანე, მაგრამ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა“

405

“შერიფთან” მატჩი “საბურთალოს” ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა შეაფასა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

“0:3 გვქონდა მოგებული და პირველი წუთები მძიმედ დავიწყეთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შერიფს სუპერ ფეხბურთელები ჰყავს და ეს გასაკვირი არ იყო.

საბოლოოდ, ერთად ბრძოლით და მონდომებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, თუმცა ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და მათ გარეშე არაფერი იქნებოდა”, – განაცხადა როლოვიჩმა.

წყარო: goal.ge

SHARE