რონალდინიო და დეკო ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ

432

„ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ ბელარუსმა ალექსანდრ გლებმა მისი კატალონიური კარიერა გაიხსენა.

გლებმა რონალდინიოსა და დეკოს შესახებ ისაუბრა და ახსნა თუ რატომ გაყიდა ისინი „ბარსელონამ“.

“რონალდინიო და დეკო ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ. 2008 წელს მათი გაყიდვის მიზეზი იყო ის, რომ კლუბს შეეშინდა ამ ყველაფერს მესიზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა.

„ბარსელონაში“ გადასვლა ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე „არსენალში“ დარჩენა მინდოდა, ან კარიერის „ბაიერნში“ გაგრძელება, თუმცა ჩემი აგენტმა ამტკიცებდა, რომ გუარდიოლა ისევ დაგვიკავშირდებოდა და ეს ასეც მოხდა“.

 

წყარო: Total Sports / ტოტალური სპორტი

SHARE