რონალდო: ჩემსა და მესის შორის განსხვავება იმაშია, რომ…

368
“იუვენტუსის” თავდამსხმელმა რონალდომ “ბარსელონას” ფორვარდ ლეო მესისთან განსხვავებაზე ისაუბრა:
“ჩვენს შორის განსხვავება იმაშია, რომ მე ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა გუნდებთან ერთად მოვიგე.
მე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ექვსჯერ ზედიზედ ვიყავი. ბევრი არაა ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე ხუთჯერ უმარჯვია.

მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, ის არამარტო მოგებული “ოქროს ბურთების” გამო გაახსენდებათ, არამედ იმიტომ, რომ ჩემსავით წლიდან წლამდე სრულყოფილებისაკენ მიისწრაფოდა”, – განუცხადა რონალდომ Football Italia-ს.

რონალდო “სპორტინგში”, “მანჩესტერში” და “რეალში” ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგა ამ ორ უკანასკნელ გუნდში მოიგო, ხოლო მესი მხოლოდ “ბარსაში” თამაშობს და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა.

წყარო: sportall.ge

SHARE