„რუბინმა“ „ლოკომოტივს“ პოსტერზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოთი უპასუხა

342
“ლოკომოტივისა” და “რუბინის” პრესსამსახურები ამ გუნდების მატჩის წინ ერთმანეთს გაეხუმრნენ. ჯერ “ლოკოს” ტვიტერზე თავდამსხმელ რიფატ ჟამალეტდინოვის პოსტერი გამოქვეყნდა, რაზეც “რუბინმა” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სურათით უპასუხა.
კვარაცხელია ბოლო 6 თვის განმავლობაში “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა და “რუბინში” ახლახან გადავიდა.
ამ გუნდების შეხვედრა დღეს, 15 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge
SHARE