მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ქართველების თემა რუსეთში კიდევ ერთხელ წამოიწია. ამჯერად, რუსულმა გამოცემა “მატჩ ტვ–მ” წერილი მიუძღვნა “რკინიგზელთა” სატრანსფერო პოლიტიკას – “რატომ დაკარგა “ლოკომოტივმა” ნიჭიერი ფეხბურთელი?”
ცნობილია, რომ “ლოკომოტივი“-“რუბინის” მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას“ლოკომოტივის” გულშემატკივრები სტვენით დახვდნენ. ახალგაზრდა ქართველმა გუნდიზაფხულში დატოვა და ყაზანში გადავიდა. გულშემატკივრების ნაწილის ამგვარიდამოკიდებულება უცნაურად გამოიყურებოდა, რადგან ხვიჩას წასვლის მოტივი გასაგებიუნდა იყოს. ძნელია, ამას “ღალატი” დაარქვა…
როგორ დაკარგა ლოკომოტივმა კვარაცხელია
“ლოკომოტივმა” 18 წლის კვარაცხელიას შენარჩუნება ვერ შეძლო. არადა, იური სიომინი არმალავდა, რომ ამ მოთამაშის მიმართ ინტერესი ჰქონდა. მთავარმა მწვრთნელმაც კი აღნიშნა, რომხვიჩა თავის ასაკში უფრო ნიჭიერია, ვიდრე მარატ იზმაილოვი. ორშაბათს, “რუბინთან” თამაშამდესიომინი კვარაცხელიას რომ შეხვდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა მწვრთნელთან დათბილად ილაპარაკეს. აშკარაა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთობები დარჩა და იური პალიჩიხვიჩას მამასავით ექცეოდა. მოსკოვური გუნდის მწვრთნელები ხუმრობდნენ, რომ კვარაცხელიას“ლოკომოტივის” ფორმა “რუბინის” ფორმაზე მეტად უხდებოდა…
ექვს თვეში “ლოკოში” ნახევარმცველმა თავისი პოტენციალი გამოავლინა და მწვრთნელზეშთაბეჭდილება მოახდინა. ასეთ ვითარებაში 1+3 სქემით ხელშეკრულების შეთავაზება უცნაურიციყო და სარისკოც. კიდევ ერთ წელიწადი, ფაქტობრივად, ფეხბურთელი უნდა ყოფილიყოდაკვირვების ობიექტი, ხოლო სერიოზული ტრავმის მიღების შემთხვევაში ის რისკავდა, რომუგუნდოდ დარჩებოდა.
“ლოკომოტივი” ფეხბურთელსა და მის აგენტს აბრალებს, რომ მეტი ფულის აღება სურდათ.სიომინსა მართლაც უნდოდა გუნდში ხვიჩას დატოვება, მაგრამ კლუბი მოლაპარაკებებს დიდიენთუზიაზმის გარეშე აწარმოებდა. “რუბინმა” კი მოთამაშეს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა,რომელიც მის მომავალს დაიცავდა. გარდა ამისა, ყაზანელებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი,რომლის თანახმადაც ფეხბურთელს სხვა მომგებიანი შეთავაზების შემთხვევაში ხელს არ შეუშლიან.როგორც ვიცით, მის მიმართ ინტერესი ჰქონდათ ბელგიაში, პორტუგალიასა და გერმანიაში. აქედანგამომდინარე, ადამიანური თვალსაზრისით, კვარაცხელიას არჩევანის გაგება შეიძლება. ყაზანშიფულით არ აუვსიათ, როგორც ზოგმა ჩათვალა. დიახ, “რუბინის” შემოთავაზება ოდნავ უფრომომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე “ლოკომოტივის“, მაგრამ ჩვენ დაახლოებით მსგავს თანხებზევსაუბრობთ.
ყაზანელთა გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამ მიმართულებას კომპეტენტურადხელმძღვანელობს. მას აქვს მკაფიო გეგმა და მისი განხორციელების გზებიც იცის. კვარაცხელიასისტორიაში მთავარი იყო საიმანოვის კონტაქტები და ადამიანური ურთიერთობები…
ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი, ფეხბურთელის ოჯახის ახლო მეგობარია და მას ბავშვობიდანეხმარებოდა. ამის შედეგად, ტრანსფერში გადამწყვეტი როლი საიმანოვის ფაქტორმა დაჯუღელთან მისმა ურთიერთობამ ითამაშა. გაიხსენეთ, სხვადასხვა წლებში “რუბინში” რამდენიქართველი თამაშობდა და თითქმის ყველა – წარმატებით. ეს ყოველივე საიმანოვსა და ჯუღელსშორის ადამიანური და ღირსეული ურთიერთობების შედეგია. თუ მომავალში კვარაცხელიასწინადადებას შესთავაზებენ, ვთქვათ გერმანიიდან, “რუბინი” მას არ დააბრკოლებს.გადაწყვეტილების მიღებისას, ფეხბურთელისთვის ესეც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
“ლოკომოტივმა” ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი დათმო. ისინი მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ მარტიდან აწარმოებდნენ. ბოლოს მოთამაშეს ყველაზე მომგებიანი კონტრაქტიც არ შესთავაზეს.მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა “ლოკოს” გენერალური დირექტორი კიკნაძე, არამედ კლუბისერთ–ერთი ფუნქციონერი ანდრეი ლოსკიუკი. შედეგად, მოლაპარაკებები 30 ივნისამდე გაიწელა –ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულების ბოლო დღემდე. შეიძლება ითქვას, “ლოკომოტივი“უბრალოდ დარწმუნებული იყო თავის სტატუსში და მოლაპარაკებებს დაბალი პირობებითწარმართავდა. თუმცა, საბოლოოდ, კლუბში ვერ გათვალეს, რომ ვითარებას სხვა კლუბებიცაკვირდებოდნენ.
“ჩერკეზოვოში” კვარაცხელიას გულშემატკივრებმა უსტვინეს, თუმცა მიზეზი გასაგები მაინც არ არის:კონკრეტულად რის გამო? ხვიჩამ კორეტულად ილაპარაკა მატჩამდელ ინტერვიუში და “ლოკოს“კარში გატანილი გოლის შემდეგაც ადეკვატურად მოიქცა. ეს მას კეთილსინდისიერ ადამიანადახასიათებს.
რა ხდება კვირკველიასთან დაკავშირებით?
რუსი ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინში” გადასვლის გამო, შესაძლოა, მოსკოვის “ლოკომოტივს” პრობლემები საბა კვირკველიასთან დაკავშირებითაც შეექმნას.
“კვარაცხელიას გადასვლის გამო, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ფეხბურთელის აგენტის, მამუკაჯუღელის ურთიერთობა გაუარესდა. ის ხომ ასევე საბა კვირკველიას საქმეებსაც განაგებს.საქართველოს ნაკრების მცველს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს.
მაგრამ თითოეული სატრანსფერო “ფანჯრის” დადგომისას მისი საკომპენსაციო თანხა უფრო დაუფრო მცირდება. უკვე ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, “ლოკომოტივს” პრობლემები შეექმნას, თუთავის ერთ–ერთ წამყვან მოთამაშესთან ხელშეკრულების გაგრძელებას მოისურვებს“.
წყარო: lelo.ge