რუსული პრესა ჯანო ანანიძის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა, ის კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა

401
საქამეს ისეთი პირი უჩანს, ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს “სპარტაკი” დაიტოვებს.
ანანიძე გასული სეზონის მეორე ნახევარში “კრილია სოვეტოვში” თამაშობდა იჯარით, რუსული პრესა ვარაუდობდა, რომ “სპარტაკი” არ დაიბრუნებდა, მაგრამ მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა და ყველა ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში პლეიმეიკერის პოზიციაზე აყენებს.
3 ივლისს “სპარტაკი” უნგრეთში ავტობუსით ჩავიდა და ადგილობრივი “დიორი” 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა გეორგი მელქაძემ, რომელსაც ასევე უწინასწარმეტყველებდნენ “სახალხო გუნდის” დატოვებას, ანგარიში მესამე წუთზე სწორედ ჯანოს პასით გახსნა.

რუსეთის პრემიერლიგა 13 ივლისს აიღებს სტარტს და პირველ ტურში “სპარტაკი” “სოჭის” უმასპინძლებს.

 

წყარო: sportall.ge

SHARE