საბა კვირკველიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

336
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ 2-თვიანი პაუზის შემდეგ მოსკოვის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში ითამაშა.
“ლოკომოტივი” სოჭში ამხანაგურად “უფას” გაეჯიბრა. საბა კვირკველია მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. “ლოკომოტივი” მეტოქესთან დამარცხდა – 0:2.
გუშინ, 17 ნოემბერს, რუსული ონლაინ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია ზამთარში “რკინიგზელთა” კლუბს დატოვებს. დაასახელეს მისი სავარაუდო მსურველი კლუბი – მოსკოვის “დინამო”.
წყარო: sportall.ge
SHARE