საბა კვირკველიამ „ლოკომოტივიდან“ წასვლის საკითხს ნათელი მოჰფინა

327
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველიამ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის “რკინიგზელთა” რიგებს დატოვებდა, რაც თავად კვირკველიამ არ დაადასტურა.
“პრესაში ბევრი რამ იწერება. 3 წელია, რაც “ლოკომოტივში” ვარ და ყოველ 3 თვეში ამბობენ, რომ გუნდიდან მივდივარ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია. გუნდის წევრი ვარ, კონტრაქტი მაქვს, ვვარჯიშობ და “ლოკომოტივში” ვრჩები.
თუ კლუბიდან წასვლაზე იქნება საუბარი, უშუალოდ ხელმძღვანელობა დამელაპარაკებოდა და მეტყოდა და არა ამას პრესის საშუალებით გავიგებდი.
უბრალოდ, ვიღაცა ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია. არიან ისეთი ჟურნალისტები, ვისაც საქმე არ აქვს და მსგავს სისულელეებს წერენ”, – ამბობს კვირკველია.
წყარო: sportall.ge
SHARE