საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგასა და ანანიძეზე

353
27 წლის ქართველი მცველი საბა კვირკველია, რომელიც “ლოკომოტივის” ღირსებას იცავს, რამდენიმე საინტერესო საკითხზე თავისი აზრი ჟურნალისტებს გაუზიარა.

 

– გქონდათ ჯანოსთან ურთიერთობა , მას შემდეგ, რაც “სპარტაკიდან” “ანორთოსისში” გადავიდა?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ვმეგობრობთ. თუმცა გამოდის რომ ჯანო კვირპოსში კი არა, საქართველოში წავიდა. იქ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მუშაობს და 4 ქართველი ჰყავთ გუნდში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯანო თბილად, ქართულად მიიღეს. არ მგონია, რომ ჯანო დიდი ხანი გაჩერდეს “ანორთოსისში”, ჩადგება კარგ ფორმაში და უკეთეს კლუბს ევროპაში მოძებნის.

 

– რა არის “ლოკომოტივის” მიზანი?
– “ზენიტისთვის” დაწევა ძალიან რთული იქნება, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა “ლოკომოტივის” მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.
წყარო: sportall.ge
SHARE