„საბურთალომ“ ბეწვის ხიდზე გაიარა…

375

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. ტირასპოლში 3:0 გამარჯვების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტად იქცა, მაგრამ „მიხეილ მესხზე“ გამართული თამაში არც ისე ადვილი გამოდგა, როგორც ბევრი ფიქრობდა.

მე-11 წუთზე „შერიფი“ უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ყველაფერი თანაბარი იყო. თუმცა, თბილისელებმა შოკური 10 წუთი ნელ-ნელა, გადაიტანეს და საბოლოო წარმატებას მაინც მიაღწიეს. გადამწყვეტი გამოდგა ოგნიენ როლოვიჩის გოლი, რომელმაც 59-ე წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

აქ მარცხის მიუხედვად, „საბურთალო“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა – 4:3. შედეგად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 23 ივლისს, თბილისში გაიმართება.

„საბურთალო“ – „შერიფი“ 1:3 (0:3) (ორი მატჩის ჯამში: 4:3)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე, ვაგნერი (შინდაგორიძე 80), ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი; როლოვიჩი (გაბედავა 77), კოხრეიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„შერიფი“ (4-3-3): მიკულიჩი; პალჩიჩი, ნ’დიაიე, მუზეკი, კრისტიანო; კენდიში, ანტონი (იახი 82), გორდიენკო (პალიჩი 79); ლატიფი, ტამბე, ბობანი (ლეანდრო 69)

მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი

გოლები: 0:1 ლატიფი (3), 0:2 მარგველაშვილი (8, ა.გ), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)

გაფრთხილება: კოხრეიძე (23), ვაგნერი (39), მარგველაშვილი (78) – პალჩიჩი (12, 72), გორდიენკო (22), ნ’დიაიე (62), კენდიში (64)

გაძევება: პალჩიჩი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 12 (7) კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაველ ორელი (ჩეხეთი)

წყარო: worldsport.ge

SHARE