სად გადავა ნეიმარი ბარსაში ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?

461

ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ბრაზილიელისთვის პრიორიტეტული არა “ბარსელონაში” ტრანსფერია, არამედ ზოგადად “პსჟ”-დან წასვლა.

El Chiringuito TV-მ ამ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და უცნაური ინფორმაცია გაავრცელა.

აღნიშნული წყაროს თანახმად, კატალონიურ კლუბში ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “პარიზის” ვარსკვლავი ერთ-წლიანი იჯარით სამშობლოში დაბრუნდება.

სამხრეთ ამერიკელს უკვე ჰყავს ერთი მსურველი – “ფლამენგო”.

 

წყარო: goal.ge

SHARE