სალომე ზურაბიშვილი: ველოდები, რომ…

406

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის სპორტულ მიღწევებსაც შეეხო და ბელარუსთან ერთა ლიგის მოახლოებული მატჩიც ახსენა:

“ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალისმისი კულტურული რესურსებისა და, ზოგადადმიმზიდველობის შესახებმაგრამ ვერ წარმოვიდგენდითრომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდარომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდითსაერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები. ველოდებირომ 26 მარტს ქართული ფეხბურთიც თავის ადგილს დაიბრუნებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩში 26 მარტს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალურ მატჩსაც შინ გამართავს – ეს იქნება 31 მარტს და მეტოქედ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული გვეყოლება. ამ შეხვედრაში მოგებული კი ევრო 2020-ზე იასპარეზებს.

ამ მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

წყარო: lelo.ge

SHARE