სამწუხარო ინფორმაცია – ავარიის შედეგად უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრი გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა

824

ხარაგაულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერიგიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს, საქართველოს უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2015 წელს გიორგი დოინჯაშვილი არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალის, „სთრონგმენის“ გამარჯვებული გახდა.

დოინჯაშვილმა ბოლოს ორი კვირის წინ, მადრიდის გრან-პრიზე იასპარეზა. საქართველოს უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ამ შეჯიბრზე მან ტრამვა მიიღო – ბიცეპსი გაიწყვიტა, თუმცა ასპარეზობა მაინც განაგრძო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

SHARE