სამწუხარო ინფორმაცია – საბა კვირკველია და ჩემპიონთა ლიგა

643

სამწუხარო ამბავია: საბა კვირკველია, რომელიც სექტემბერში საქართველოს ნაკრებს კორეასა და დანიასთან მატჩებში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ამის შესახებ “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ მედიასთან უმთავრესი ევროტურნირის მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით განაცხადა.

კვირკველია არის მოსკოვის “ლოკომოტივის” სამწვრთნელო შტაბის მიერ დასახელებულ იმ 22 ფეხბურთელს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. თუმცა ქართველს ტრავმა ჯერ კიდევ არ აძლევს გასაქანს.

კვირკველია ჯერ კიდევ მკურნალობს და არ არის მზად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ლევერკუზენის” წინააღმდეგ ითამაშოს“, – ამბობს სიომინი, რომლის გუნდი გერმანულ კლუბს 18 სექტემბერს სტუმრად შეხვდება.

“ლევერკუზენის” გარდა, “ლოკომოტივთან” ერთად ჯგუფში არიან “იუვენტუსი” და “ატლეტიკო”.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია მაისში, ჯერ კიდევ რუსეთის წინა ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. უცნაური ის არის, რომ მოსკოველთა განაცხადშიც აქამდე ყოველთვის ხვდებოდა, მაგრამ არ თამაშობდა. მხოლოდ ბოლო ტურში, “სოჩისთან” საგარეო შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა…

წყარო: lelo.ge

SHARE