სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო გამოვლინდა

362

იყო სკანდალური ეპიზოდები, იყო ემოციების მრავალფეროვნება, იყო ცრემლები და დაძაბულობა, მაგრამ რაც მთავარია იყო სანახაობრივი ფეხბურთი.

დასრულდა 2019 წლის კოპა ამერიკის გათამაშება. სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის ტიტული ბრაზილიამ დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მას პერუს ნაკრები შეხვდა, მატჩი რთული და დაძაბული გამოვიდა. ხოლო, მას შემდეგ რაც, 70-ე წუთზე ბრაზილიას გაბრიელ ჟეზუში გაუძევეს, პერუ გააქტიურდა და მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა, რასაც ზედიზედ მოყვა საგოლე მომენტები ბრაზილიელთა კართან, მაგრამ ფორტუნა ბრაზილიელთა მხარეს იყო, რომლებმაც ბოლო წუთებზე პენალტი მოიპოვეს და საბოლოო ანგარიში (3-1) დააფიქსირეს.

12 წლიანი უტიტულო სერია ამით დასრულდა, ბრაზილიას მორიგი ჯილდო შეემატა.

გოლები იხილეთ აქ.

SHARE