„სამჯერ დიდი ბიუჯეტის მქონე ბაიერნს ხამესი იჯარით მისცეს, ჩვენ კი 42 მილიონს გვთხოვენ“

300

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ხამეს როდრიგესის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

„ვერ ვხვდები, რატომ შეუძლია „ბაიერნს“, რომელსაც ჩვენზე სამჯერ დიდი ბიუჯეტი აქვს, ხამესი იჯარით აიყვანონ, ჩვენგან კი 42 მილიონ ევროს ითხოვენ.

ფეხბურთელში 42 მილიონის გადახდამდე, მინდა ვიცოდე, როგორ შეეწყობა ის ანჩელოტის და მთელ კოლექტივს? ის ლოზანოზე მეტ გოლს იტანს. ეჭვგარეშეა, რომ ხამესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ თუ მის კარიერულ გზას გადახედავ, დაინახავ, რომ თავისი პოტენციალი მან ბოლომდე ვერაფრით ვერ გამოავლინა.

სამწუხაროა, რომ მისი იჯარით აყვანა ვერ ხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაპოლის“ კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი შეუერთდებოდა.“ – აღნიშნა ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტმა.

წყარო: goal.ge

SHARE