შაბათს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა.
ფინალში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰონიბონის 15:8 სძლია.
წყარო: lelo.ge