სასიხარულო ინფორმაცია – გორგოძემ ნაკრებში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა

602

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძე “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს:

“მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია”.

წყარო: sportall.ge

SHARE