საქართველოსთან, „რეალისთვის“ მოდრიჩი არ ითამაშებს

308

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ ითამაშებს. ხორვატული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ლუკა მოდრიჩს “რეალში” აქვს რთული პერიოდი. არის გადაღლილობის ფაქტორიც. სლოვაკეთთან შეხვედრაში მოდრიჩმა შესანიშნავად ითამაშა. ზლატკო დალიჩი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ლუკა ნაკრებიდან “რეალში” ორჯერ დაბრუნდა ტრავმირებული”.

წყარო: lelo.ge

SHARE