საქართველოს თასის ფინალი – მასშტაბური ღონისძიებები და უფასო დასწრება…

311

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გორში გასამართი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისთვის ემზადება. 8 დეკემბერს “თენგიზ ბურჯანაძეზე” პრესტიჟული ჯილდოსთვის თბილისური გუნდები – “საბურთალო” და “ლოკომოტივის” იბრძოლებენ.

მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. თამაშამდე ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრამდე სამსაათნახევრით ადრე, 12:00 საათიდან, გულშემატკივარს სხვადასხვა სახალისო ღონისძება და გათამაშება ელის. სტადიონზე მოსულ მაყურებელს გასართობი კუთხე, კვების ობიექტები, ეროვნული ნაკრების ფანშოპი დახვდება.

ამას გარდა, გასართობ სივრცეში შესაძლებელი იქნება სამახსოვრო ფოტოების გადაღება, ფეხბურთის თამაში და მონაწილეობის მიღება გათამაშებაში, სადაც გათამაშდება ბურთები, ეროვნული ნაკრების მაისურები და სხვადასხვა პრიზები. აგრეთვე მოეწყობა ბავშვთა გასართობი კუთხე, სხვადასხვა სათამაშო სივრცით.

“საბურთალოსა” და “ლოკომოტივის” მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE