საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიაში გაემგზავრა

417
დღეს, 3 სექტემბერს, “ბორჯღალოსნები” ედინბურგში გაემგზავრნენ, სადაც 6 სექტემბერს შოტლანდიას “მერიფილდზე”, განმეორებით ტესტ-მატჩში დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგვთავაზებს.
შოტლანდიიდან “ბორჯღალოსნები” იაპონიაში ჩავლენ და მსოფლიოს თასისთვის სამზადისს განაგრძობენ.
წყარო: sportall.ge
SHARE