საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან

316

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას დღ​ეს, შვეიცარიის წინააღ​მდეგ გამართავს.

ვაისის გუნდს ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.

ევრო 2020-ზე გასვლის შანსი მაინც გვაქვს, რადგან ერთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. ვაისმაც თქვა და ყველა ამბობს, რომ ეს მატჩები ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრებმა სტ.გალენში დასკვნითი ვარჯიში გამართა და ამ რთული დაპირისპირებისთვის მზადაა.

ტრავმის გამო ნაკრებს ჯანო ანანიძე და ჯემალ ტაბიძე გამოაკლდნენ. ეს უკანასკნელი გიორგი რეხვიაშვილმა შეცვალა.

რაც შეეხება შვეიცარიის ნაკრებს, პეტკოვიჩის გუნდი ამ მატჩს უდიდესი მოტივაციით ხვდება, რადგან ყველაფერი მათ ხელშია – თუ დარჩენილ ორივე შეხვედრას მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც გავლენ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ გამოვიდა, ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ირლანდიას და დანიას ქულები დააკარგვინა. შესაბამისად, მეტოქე ჩამოსაწერი არაა და მათ ეს წინა შეხვედრებიდანაც დაამტკიცეს”, – განაცხადა პეტკოვიჩმა.

ვაისი: “მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.”

სლოვაკი სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ 19 ნოემბერს, ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში ის ნაკრებს შედარებით გადაახალისებს და შანსს სხვა ფეხბურთელებს მისცემს.

შვეიცარია საქართველოს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.

შვეიცარია – საქართველო

დრო: 15 ნოემბერი, 23:45

ადგილი: სტ.გალენი, შვეიცარია

მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)

დანაკლისი: ტაბიძე, ანანიძე, დვალი.

სავარაუდო შემადგენლობა

გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, გია გრიგალავა, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, ვაკო ყაზაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

წყარო: goal.ge

SHARE