საქართველოს პირველი მატჩი მსოფლიო თასზე და ორი ლელო უელსის წინააღმდეგ

510

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:29 მარცხდება.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს ქულა. საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე “ბორჯღალოსნებმა” შეუტიეს და ლელოს დადებაც მოახერხეს. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიეყენს და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა. ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასა და ანგარიში შემცირდა – 7:29.

სამწუხაროდ ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა “ბორჯღალოსნებს” შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვნი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.
64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობამდე კიდევ უფრო გაზარდა – 36:7.
69-ე წუთზე აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავს ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ “ბორჯღალოსნების” თამაში აშკარად გაუმჯობესდა.
თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს “ბორჯღალოსნების” დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.
მომდევნო მატჩს “ბორჯღალოსნები” 29 სექტემბერს ურუგვაისთან ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავენ.
წყარო: sportall.ge
SHARE